მარია ზახაროვამ საშობაო სიმღერა დაწერა
24 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საშობაო სიმღერის პრეზენტაცია გაიმართა. სიმღერის ტექსტის ავტორი საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვაა.
ზახაროვას თქმით სიმღერის ტექსტის იდეა პირველად 3 წლის წინ მოუვიდა და პირველი სტროფები რუსეთის პატრიარქ კირილს აჩვენა და მისი კურთხევა მიიღო.
"როდესაც სიმღერის სტროფები გამომივიდა, პატრიარქ კირილს ვაჩვენე და მისგან კურთხევა მივიღე. 3 წელი დამჭირდა თანაავტორების მოსაძებნად. ბელარუს პარტნიორებთან შეხვედრაში სამოკავშირეო სახელმწიფოს მდივანი დმიტრი მეზენცევი დაგვეხმარა". – ამბობს ზახაროვა.
სიმღერის მუსიკა ბელარუს კომპოზიტორს, ლეონიდ შირინს ეკუთვნის, კომპოზიცია მომღერალმა ქსენია გალეცკაიამ შეასრულა.
წყარო: tass.ru