თეგებით ძიება

მწარე სიმართლე ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე

ვერძი

ვერძი დარწმუნებულია, რომ ის ლიდერია, ყველა საქმეს თავად აკეთებს და ადამიანებსაც შთააგონებს.

სინამდვილეში, ვერძის გარშემო ყოველთვის აურზაური და ქაოსია. ის ხშირად ცდილობს ისეთ საქმეს შეეჭიდოს, რომელსაც ვერ გაუმკლავდება, შემდეგ ამას აცნობიერებს და დაწყებულ საქმეს შუა გზაზე ტოვებს.

კურო

კურო ძალიან ჯიუტია. მასთან მეგობრობაც კი რთულია, რომანტიკულ ურთიერთობაზე რომ არაფერი ვთქვათ. შეუძლებელია, რომ კუროს სიჯიუტეს ფაქტებით, ლოგიკური არგუმენტებით ან ხვეწნით მოერიოთ, რაც ჭკუიდან შეგშლით.

ტყუპები

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ძალიან ქარიზმატულები და მიმზიდველები არიან. მათ ადამიანის მოხიბვლა არ უჭირთ, თუმცა იმის იმედი, რომ ტყუპი არასოდეს გიღალატებთ, არ უნდა გქონდეთ.

კირჩხიბი

კირჩხიბები შესანიშნავი მეოჯახეები, მაგრამ საშინლად მოსაწყენები არიან. მათგან გიჟურ გართობას, სიურპრიზებს და მოულოდნელობებს არ უნდა ელოდოთ, თუმცა მათ გვერდით სიმშვიდის დ სტაბილურობის განცდა არასოდეს დაგტოვებთ.

ლომი

ლომის პრობლემა მისი ზღვარგადასული სიამაყეა. ისინი შესანიშნავი პარტნიორები არიან, სანამ მათ თავმოყვარეობას არ შეეხებით. მაშინ კი ლომი კლანჭებს გამოაჩენს. თუ მასთან მშვიდობიანად ცხოვრება გსურთ, გამუდმებით ბეწვის მიმართულებით უნდა ეფეროთ და არასოდეს საწინააღმდეგოდ.

ქალწული

ქალწული საკუთარ თავს ყველაზე ჭკვიანად მიიჩნევს და სხვა ადამიანს კამათში სიტყვის ჩართვის უფლებას არ აძლევს. გამუდმებით გარშემო მყოფებს აკრიტიკებს. მისი მოსაწონი არავინ და არაფერია. სთხოვენ თუ არა რჩევას, სულ ერთია, ის გამუდმებით რჩევის მიცემას ცდილობს.

სასწორი

სასწორს დახვეწილი შინაგანი სამყარო აქვს, თუმცა მისგან გულწრფელობას ნუ ელით. მის აზრებს ვერასოდეს მიხვდებით. მისი ყოველი სიტყვა და ნაბიჯი საგულდაგულოდ არის გათვლილი. სხვა ადამიანებთან მისი ურთიერთობა აგებულია პრინციპზე - საჭირო ან უსარგებლო.

მორიელი

მორიელი გულს სრულიად შეგნებულად და გააზრებულად გტკენთ. ის რომანტიკული ურთიერთობებისთვის ყველაზე საშიში ნიშანია. მან იცის, როგორ მოგაჩვენოთ თავი ყურადღებიან ადამიანად. ვინც მორიელს ენდობა და გულს გადაუშლის, აუცილებლად ინანებს. მორიელმა იცის თქვენი სუსტი ადგილი და ზუსტად იქ გატკენთ. თქვენი ტანჯვა მას სიამოვნებას ანიჭებს.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი დარწმუნებულია, რომ არასოდეს ცდება, რადგან ყველაზე ჭკვიანია. მას არ სჭირდება თქვენი ტკივილი, როგორც მორიელს. ის არც ტყუპებივით გიღალატებთ. მისთვის მთავარია, გამუდმებით მისი ჭკუითა და ღონიერებით აღფრთოვანდეთ და დღეში რამდენჯერმე ხოტბა შეასხათ. თუ ამას არ გააკეთებთ, მშვილდოსანი ჯერ გაიბუტება, შემდეგ კი წავა.

თხის რქა

თხის რქები საშინელი პესიმისტები არიან. ისინი ყველაზე კარგად მაშინ არიან, როდესაც გარშემო ყველაფერი ცუდადაა, რადგან ამ დროს შეუძლიათ თქვან - „აი, ხომ ვამბობდი“. თუ თხის რქის რჩეული ხართ, მათი მარად უკმაყოფილო სახის ყურებას უნდა მიეჩვიოთ. პათოლოგიური თავდაჯერების გამო თხის რქები გამუდმებით სხვების ნაკლოვანებებს აკრიტიკებენ, თუმცა რჩევების მიცემა არ უყვართ.

მერწყული

მერწყულის ნაკლი მისი ემოციური გახსნილობაა. ის იმდენად გულუბრყვილოა, რომ მისი მოტყუება ყველას შეუძლია და ასეც ხდება. როდესაც მერწყული მორიგ ტყუილს აღმოაჩენს, თავის შეცოდების, ცრემლებისა და ისტერიკის შეტევა ეწყება და სულ ერთია, ის პატარა ბავშვია, თუ ასაკოვანი, გამოცდილი ადამიანი.

თევზები

თევზები საკუთარ წარმოსახვით, ზღაპრულ სამყაროში ცხოვრობენ, სადაც სხვა ადამიანის ადგილი არ არის. თევზები გამუდმებით უსამართლობას ებრძვიან. გარე სამყარო მათთვის მეტისმეტად დაუნდობელია, ამიტომ ცდილობენ, გარშემო უხილავი კედლები ააგონ. ასეთ ადამიანთან ცხოვრება ძალიან რთულია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა