თეგებით ძიება

ნახეთ რომელი არის ყველაზე ჭორიკანა ზოდიაქოს ნიშნები ?

ტყუპი

კომუნიკაბელური, ყველაზე მოლაპარაკე და აქტიური ნიშანია.

ტყუპები ზოდიაქოს ის ნიშანია, რომელიც უბრალოდ, ვერ ძლეს ინფორმაციულ ვაკუუმში. შესაბამისად, ჭორაობა და სხვადასხვა ამბის მიღება-გავრცელება მისი საყვარელი საქმიანობაა.

თუმცა, ტყუპს, ჭორების გავრცელებაზე მეტად, ინფორმაციის გავრცელება და გაცვლა-გამოცვლა მოსწონს. ამიტომ თუკი ტყუპი ენაჭარტალაა, მის ამ საქციელს იშვიათად უდევს საფუძვლად ბოროტი განზრახვა - ის, უბრალოდ, ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც მოიპოვა.

მშვილდოსანი

ალბათ, ყველაზე დაუკვირვებელია ამ სამეულს შორის.

ბოროტი გული არც მშვილდოსანს აქვს, მეტიც – მშვილდოსანის თვისებები მუდამ ორიენტირებულია სიკეთის კეთებაზე და უყვარს ადამიანების დახმარება, მაგრამ პრობლემას ქმნის მისი ხასიათის თვისება, ყოველთვის დაუფიქრებლად თქვას ის, რასაც ფიქრობს. ამის გამო კი ხშირად უტაქტობაში ადანაშაულებენ.

მშვილდოსანს არ უყვარს ჭორების გავრცელება, თუმცა, თუკი მას რაიმე სახის ინფორმაცია ანდეთ, შესაძლოა, კარგ ხასიათზე მყოფმა, უბრალოდ, „წამოროშოს“ სამეგობრო წრეში, მშვილდოსნების სამეგობრო წრე კი, მერწმუნეთ, საკმაოდ მრავალრიცხოვანია.

თევზები 

ალბათ, ყველაზე მეტად არის მიდრეკილი შეგნებული ინტრიგების ხლართვისკენ, ოღონდ ეს მხოლოდ მაშინ, როცა თქვენ მის სათუთ ფსიქიკას უხეშად შეეხებით.

თევზები ზოდიაქოს კეთილი და თანამგრძნობი ნიშანია, ამიტომ სასურველია, მისი ნდობა ბოროტად არ გამოიყენოთ. მას შეუძლია, „თევზივით ჩაიგუბოს პირში წყალი“ და თქვენი ყველაზე საშინელი საიდუმლოც კი წლობით ატაროს, მაგრამ, თუ თქვენ მის ნდობას არ გაამართლებთ ან აწყენინებთ, აუცილებლად ალაპარაკდება, თანაც დაგეგმილად და მიზნობრივი აუდიტორიის შერჩევით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა