თეგებით ძიება

ბელგიაში, ქალაქის ცენტრში მდგარი ნაძვის ხე წაიქცა და 63 წლის ქალი ადგილზე მოკლა (ვიდეო)

ბელგიაში ქალაქის ცენტრში დადგმული ნაძვის ხე წაიქცა და 63 წლის ქალი ადგილზე მოკლა -  ამის შესახებ ინფორმაციას Metro ავრცელებს.

ტრაგიკული შემთხვევა აღმოსავლეთ ფლანდრიაში, ოუდენარდის მუნიციპალიტეტში მოხდა. ბელგიელი ქალი ქალაქის ცენტრში ველოსიპედით გადაადგილდებოდა, როდესაც ძლიერმა ქარმა სადღესასწაულოდ მორთული, 20 მეტრიანი ნაძვის ხე მიწაზე დაანარცხა.

პოლიციის ჩანაწერების თანახმად, მოხუც ქალს ხე პირდაპირ თავზე დაეცა. შემთხვევის ადგილზე მისულმა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. სამართალდამცავები ცდილობენ გაარკვიონ კარგად იყო თუ არა დამაგრებული ხე და რამდენად იმოქმედა ამინდის ფაქტორმა.  


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა