თეგებით ძიება

სრულფასოვანი განათლების მიღების ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი სიღარიბეა - IDFI

სრულფასოვანი განათლების მიღების ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი სიღარიბეა. ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) PISA-ს 2022 წლის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ორგანიზაციის თანახმად მოსწავლეების უმეტესობას ხელი არ მიუწვდებათ საგანმანათლებლო მასალებზე და ვერ ერთვებიან შემეცნებით/სპორტულ აქტივობებში.

ანალიზში მიმოხილულია 10 მიზეზი, რასაც შესაძლებელია უარყოფითი გავლენა ჰქონდეს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებაზე:

სიღარიბე;

სასკოლო ინფრასტრუქტურა; 

მასწავლებლის კვალიფიკაცია;

სკოლის პოლიტიზება/დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი

სკოლების დაფინანსება

 სასკოლო პროგრამა და მოსწავლეთა შეფასების სისტემა; 

COVID-19 პანდემია;  

მოსწავლეთა დაბალი მოსწრება;

დაბალი ინკლუზიურობა;

მშობლების ჩართულობა.

IDFI-ის კვლევის თანახმად, საქართველოში მცხოვრები ბავშვების 60%-ზე მეტს მინიმუმ ერთი მატერიალურ-სოციალური დანაკლისი აქვს. ასეთი დანაკლისი სოფლად მცხოვრები ბავშვების თითქმის ნახევარს - 47%-ს აქვს. ბავშვების 37.8%-თვის ოჯახები სამ ან მეტ საჭიროებას ვერ უზრუნველყოფენ, რაც აღემატება ბავშვებში აბსოლუტური სიღარიბის დონეს - 19.6%-ს. ბავშვების 23.4%-ს მხოლოდ მატერიალური და სოციალური დანაკლისი აქვს, 5.3%-ს აბსოლუტური სიღარიბე, ხოლო ბავშვების 14.3% ერთდროულად ორივე პრობლემის წინაშეა. მესამედზე მეტი არ იკვებება სკოლაში და მატერიალური მდგომარეობის გამომდინარე, მოსწავლეთა 45%-ს არ აქვს მისთვის სასურველი სულ მცირე ერთი საგანმანათლებლო მასალა: კომპიუტერი, წიგნი, სახატავი და ა.შ.

შეგახსენებთ, PISA-ს განათლების კვლევაში საქართველოს 2022 წლის შედეგები, 2018 წელთან შედარებით, მათემატიკასა და კითხვაში გაუარესდა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი მცირედით გაუმჯობესდა. სამივე ნაწილში, საქართველო ჩამორჩება OECD-ის საშუალო მაჩვენებლებს. მათემატიკაში OECD-ის საშუალო მაჩვენებელი 472, კითხვაში - 476, ხოლო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 485 ქულაა.

 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა