მეოთხე დღეა, ეძებენ მთამსვლელს, რომელიც მყინვარწვერზე დაიკარგა
On.ge-ს ინფორმაციით, მეოთხე დღეა ყაზბეგში, მყინვარწვერზე დაკარგულ მთამსვლელს ეძებენ. მასთან კომუნიკაცია 23 დეკემბრის შემდეგ ვერ მყარდება. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია 20-მდე მაშველი, ასევე, კერძო თვითმფრინავები. დაკარგული მთამსვლელი საქართველოს მოქალაქეა.