"ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, "ქართული ოცნება" მოიგებს, გაყალბების გარეშე“ - ვახტანგ ძაბირაძე
ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, "ქართული ოცნება“ მოიგებს გაყალბების გარეშე, იმიტომ, რომ ოპოზიცია დაქსაქსულია , - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა.
როგორც პოლიტოლოგმა "პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ აღნიშნა, საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება ფსკერზეა.
"სამწუხაროა, რომ ოპოზიცია დღემდე ვერ ჩამოყალიბდა, რა აკეთოს და როგორ აკეთოს. არ იცის ან არ უნდა ჩამოყალიბება. ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, „ქართული ოცნება“ მოიგებს, გაყალბების გარეშე, იმიტომ, რომ ოპოზიცია დაქსაქსულია. ყველა გამოკითხვით, ოპოზიცია 5%-იანი ბარიერის პირობებში, არჩევნებს აგებს. 30 წლის განმავლობაში ასეთ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მდგომარეობაში არასდროს ვყოფილვართ. ფსკერზე ვართ. საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება არის ფსკერზე. ხელისუფლებისადმი ნდობა არ არის, ოპოზიციისადმი ნდობაც არ არის. საქართველოში ვერ დაასახელებთ პიროვნებას, რომელსაც ავტორიტეტი აქვს, პატრიარქს არ ვგულისხმობ. დღეს საქართველოს მართავენ ყავლგასული ლიდერები. აქეთ სააკაშვილი და იქით ივანიშვილი“, - განცხადება ძაბირაძემ.