ხაშურში მოზარდმა იმშობიარა
ხაშურში 15 წლის გოგომ იმშობიარა. ინფორმაციას „მოზაიკა“ ავრცელებს.
ამავე ცნობით, არასრულწლოვანი 27 კვირის ორსული იყო, როდესაც ის ხაშურის ერთ-ერთ თავშესაფარში მიიყვანეს.
„გოგონამ ბავშვი გუშინ ხაშურის რეფერალური საავადმყოფოს ექიმების დახმარებით გააჩინა. ბავშვიც და დედაც გუშინვე თბილისში გადაიყვანეს“, – უთხრეს მედიასაშუალებას.