თეგებით ძიება
27. 12. 2023 მსოფლიო

47 წლის განმავლობაში პირველად ცხოველთა თავშესაფრის ყველა ბინადარს სახლი უპოვეს - პენსილვანია

აშშ-ში, პენსილვანიის შტატის ადამსის ოლქის ცხოველთა თავშესაფარმა შობამდე 2 კვირით ადრე ყველა თავისი ბინადრისთვის სახლები პოვნა შეძლო. ამის შესახებ CBS-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, თავშესაფრის თანამშრომლებმა 598 ძაღლი და კატა დააბინავეს. ბოლოს ასეთი რამ თავშესაფარში 47 წლის წინ მოხდა.

„2 კვირის წინ ვოლიერები პრაქტიკულად სავსე გვქონდა. ახლა ძაღლები საერთოდ არ გვყავს. დაგვრჩა მხოლოდ ერთი მიუსაფარი კატა, რომელიც ჩვენთან სულ ცოტა ხნის წინ მოხვდა. მომავალ კვირას წამოვიყვანთ ცხოველებს პენსილვანიის სხვა თავშესაფრებიდან, იმ იმედით რომ მათ საქმიანობას შევუმსუბუქებთ“, - ამბობენ თავშესაფარში.

არსებული მონაცემებით, წლის განმავლობაში აშშ-ის თავშესაფრებში 6,3 მილიონი ცხოველი ხვდება. ახალი სახლების პოვნა 4,1 მილიონისთვის ხერხდება, 920 ცხელი კი ევთანაზიის მსხვერპლი ხდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა