თეგებით ძიება

„არ მაქვს კონცერტი ადამიანებო, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა" - რას ამბობს კაბუ გავრცელებულ ინფორმაციაზე?

მომღერალი კახა აბუაშვილი (კაბუ) აცხადებს, რომ 27 დეკემბერს ახალციხეში გამართულ სახალწლო კონცერტში მონაწილეობას არ მიიღებს.

"ახალციხეში არ მაქვს კონცერტი ადამიანებო, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა", – ამბობს მომღერალი "სამხრეთის კარიბჭესთან".

22 დეკემბერს  ახალციხის მერმა, ირაკლილაზარაშვილმა განაცხადა, რომ  მომღერალმა საახალწლო კონცერტში უსასყიდლოდ მონაწილეობის სურვილი თავად გამოთქვა.

აღნიშნული ფაქტი "კაბუმ" "სამხრეთის კარიბჭესთან" უარყო – ეტყობა  შეეშალათ, თქვა მან და ტელეფონი გათიშა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა