რატომ მოუხადა ბოდიში კანიე ვესტმა ებრაელებს ?
კანიე უესტმა Instagram-ზე ივრითზე დაწერილი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ებრაელებს ბოდიშს უხდის.
„გულწრფელად ვუხდი ბოდიშს ებრაულ საზოგადოებას ნებისმიერი შეწუხებისთვის, რომელიც ჩემმა სიტყვებმა ან ქმედებებმა უნებლიედ შეიძლება გამოიწვია. არავისთვის მინდოდა ტკივილის მიყენება და შეურაცხყოფის მიყენება. ძალიან ვწუხვარ, ეს თუ გავაკეთე“, - წერს რეპერი.
იე პირობას დებს, რომ გამოსწორდება და გაკვეთილს ისწავლის. „თქვენი პატიება ჩემთვის მნიშვნელოვანია. პირობას ვდებ, დანაშაულს გამოვისყიდი და ხელს შევუწყობ ერთიანობას“, - დასძინა მან.
The Sun-ი ამ პუბლიკაციას ვესტის ალბომის Vultures პრეზენტაციაზე მომხდარ ფაქტს უკავშირებს, როდესაც რეპერმა კულისებში დაიყვირა: „იესო ქრისტე, ჰიტლერი, იე“ და წუხილს გამოთქვამდა იმის გამო, რომ „ებრაელებს ლოს-ანჯელესში ყველა ბანკი, საავადმყოფო და კერძო სკოლა ეკუთვნით“.
თუმცა კანიე ანტისემიტურ განცხადებებს ადრეც აკეთებდა. ამის გამო რეპერთან თანამშრომლობა შეწყვიტეს adidas-მა, Balenciaga-მა და რამდენიმე სხვა კომპანიამ. 2023 წლის დასაწყისში კი რეპერმა განაცხადა, რომ ნახა ფილმი „21 ჯამფ სტრიტი“ და „ებრაელები ისევ მოსწონს“.