თეგებით ძიება

საქართველოში კარტოფილის იმპორტი ექსპორტს 5-ჯერ აღემატება

საქართველოში კარტოფილის იმპორტი ექსპორტს 5-ჯერ აღემატება, და ეს იმ ფონზე, როცა ადგილობრივ ფერმერებს პროდუქტის რეალიზების პრობლემა აქვთ და ვერც ექსპორტზე გატანას ვერ ახერხებენ. ამ დროს კი საქართველოში კარტოფილის იმპორტი მნიშვნელოვნად იზრდება. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან მხოლოდ მილიონ 300 ათასი დოლარის ღირებულების 4 723 ტონა კარტოფილი გაიტანა, ეს მაშინ, როდესაც იმპორტის მოცულობამ ღირებულებაში 7 მილიონ დოლარს გადააჭარბა და რაოდენობაში თითქმის 30 ათასი ტონა შეადგინა. შესაბამისად, გამოდის, რომ საქართველოში კარტოფილის იმპორტი ექსპორტს თითქმის 5-ჯერ აღემატება.

ამასთან, საქსტატის მონაცემებით, წელს საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით კარტოფილი რუსეთიდან და ბელორუსიდან შემოვიდა. რაც შეეხება ადგილობრივი კარტოფილის ექსპორტს, ყველაზე დიდი რაოდენობით გავიდა აზერბაიჯანში, ასევე მცირე მოცულობებით რუსეთსა და ბელორუსში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უფრო მეტი კარტოფილი შემოაქვს, ვიდრე ყიდის, ქვეყანას იმპორტი უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე ამ პროდუქციის საექსპორტო ფასია. საქსტატის მონაცემებით გამოდის, რომ წელს ქვეყანამ ერთი კილოგრამი კარტოფილი საშუალოდ 27 ცენტად გაყიდა, იმპორტის ღირებულებამ ერთ კილოგრამზე კი საშუალოდ 33 ცენტი შეადგინა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა