თბილისში მამაკაცი მოკლეს - ბრალდებული დაკავებულია
თბილისში მამაკაცი მოკლეს - ბრალდებული დაკავებულია
თბილისში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით მამაკაცი მოკლეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
არაოფიციალური ინფორმაციით, მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.