თეგებით ძიება

რა დეზინფორმაცია ვრცელდება საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ? - ცესკო

ცესკო საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ მორიგი დეზინფორმაციის გავრცელების შესახებ იუწყება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამჯერად საქმე ეხება ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ინფორმირებას. კერძოდ, ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია არც კი დაწყებულა და ამომრჩევლებმა რეგიონებში არ იციან როგორ უნდა მისცენ ხმა.ცესკო ხაზგასმით აღვნიშნავს, რომ ეს სიცრუეა და ამ დროისათვის 300 000-მდე ამომრჩეველია ინფორმირებული.

მათ შორის, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 122 000-მდე ამომრჩეველმა. ცესკო პოლიტიკოსებს და ჩართულ მხარეებს მოუწოდებს, რომ ამ პროცესში დეზინფორმაციის გავრცელების ნაცვლად, ადმინისტრაციასთან ერთად ხელი შეუწყონ ამომრჩეველთა სწორ ინფორმირებას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა