თეგებით ძიება
27. 12. 2023 მსოფლიო

როგორ იგერიებდა კაცი ქვემეხიდან გასროლას ?

1932 წლის დასაწყისში ცნობილმა ამერიკელმა ძალოსანმა ფრენკ რიჩარდსმა მსოფლიო გააოცა - მან ქვემეხიდან ახლო მანძილზე ნასროლი  47-0კილოგრამიან რკინის ბურთი მუცლით შეაჩერა. 

ფრენკ რიჩარდსი 1887 წლის 22 თებერვალს მინეაპოლისში (კანზასის შტატი) ჩვეულებრივი, ჯანმრთელი ბიჭი დაიბადა. მსახურობდა პირველ მსოფლიო ომში და თავისი სამხედრო წარსულით ძალიან ამაყობდა.

ერთხელაც სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა, რომ მუცელში დარტყმა მას არანაირ ტკივილს არ აყენებდა.

მისი ეს სასწაული უნარი ჯერ მშობლიურ ქალაქში გახდა ცნობილი. შემდეგ ფრენკმა ერთგვარი სანახაობა დადგა - ჯეკ დემპსიმ, XX საუკუნის კრივის ლეგენდამ და სასტიკი ნოკაუტებით ცნობილმა მოკრივემ ფრენკ რიჩარდსი ერთ ჯერზე მუცელში 70-ჯერ დაარტყა და რიჩარდსმა ეს დარტყმები მარტივად აიტანა.

1924 წლიდან საცირკო დასს შეუერთდა და ამერიკაში გასტროლები დაიწყო. ქვემეხის ილეთს დღეში 2-ჯერ ასრულებდა! გარდა ამისა, მაყურებელს შეეძლო, რიჩარდსისთვის მუცელში თავად ჩაერტყა ურო ან მუცელზე მთელი ძალით დახტომოდა – რა თქმა უნდა, საფასურის სანაცვლოდ.

საქმე ის არის, რომ რიჩარდს მუცლის კუნთების უჩვეულო განლაგება ჰქონდა, რაც მისი პრესის სასწაულ სიძლიერეს განაპირობებდა.

საინტერესოა ფაქტია კიდევ ის, რომ ასეთი საშიში პროფესიის მქონე ფრენკ რიჩარდსმა 81 წელი იცოცხლა. დაკრძალულია კალიფორნიაში.

მოკლე ვიდეო, სადაც რიჩარდსი ასრულებს ქვემეხის ტრიუკს, არაერთ ფილმშია გამოყენებული. გარდა ამისა, რიჩარდსის ქვემეხის ილეთზე საუბარია სიმპსონების ეპიზოდში "Homerpalooza".

წყარო : funtime


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა