43 წლის სამხედრო მომსახურის მკვლელობის ბრალდებით, ჯარისკაცია დაკავებული - ახალი დეტალები
43 წლის სამხედრო მომსახურის მკვლელობის ბრალდებით, ჯარისკაცია დაკავებული. თავდაცვის სამინისტრო თანამშრომელს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
შეიარაღებული დაპირისპირება ჯარისკაცებს შორის ისანში მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობაში ბრალდებულმა 45 წლამდე ლაშა გუჯეჯიანს სახლთან მიაკითხა, ქუჩაში გამოიყვანა და ადგილზე ჩაცხრილა.
არსებული ინფორმაციით, მოკლული და მკვლელობაში ბრალდებული ერთ ნაწილში მსახურობდა.
გამოძიება საზარელი მკვლელობის რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს - ბრალეული კი ჯერ დუმილის უფლებას იყენებს.
მომხდარ ფაქტზე თავდაცვის სამინისტროს განცხადება არ გაუკეთებია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კი 39 წლის კაცი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება მას განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.