თეგებით ძიება

ძლიერმა ნისლმა ინდოეთში სატრანსპორტო ქაოსი გამოიწვია

ძლიერმა სიცივემ და ნისლმა ინდოეთის დედაქალაქსა და ქვეყნის ჩრდილოეთით სატრანსპორტო ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ცუდი ხილვადობის გამო გადაიდო 100-ზე მეტი ავიარეისი და 25 რკინიგზის რეისი. დელიში ხილვადობა 50 მეტრზე ნაკლებია. გავრცელდა ინფორმაცია ავტოსაგზაო შემთხვევების შესახებ.

მეტეოროლოგების განცხადებით, ცუდი ამინდი მომდევნო 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ქვეყნის ამინდის დეპარტამენტმა მოსახლეობას ავტომობილების მართვის დროს სიფრთხილისკენ მოუწოდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა