შესაწყალებელი პრეზიდენტ სააკაშვილს არაფერი აქვს - ლევან ხაბეიშვილი
ლევან ხაბეიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილს „შესაწყალებელი არაფერი აქვს“, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა ექსპრეზიდენტი მაინც უნდა შეიწყალოს.
„შესაწყალებელი პრეზიდენტ სააკაშვილს არაფერი აქვს. სალომე ზურაბიშვილმა მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს, დიახ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს მიეცეს შესაძლებლობა ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში და ხალხმა გადაწყვიტოს და არა ФСБ-ს აგენტურამ და სასამართლოს კლანმა, რომ ის იჯდეს ციხეში“, - ამბობს „ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე.