თეგებით ძიება

უახლოეს პერიოდში ოზურგეთს ეყოლება 8 ერთეული ახალი ავტობუსი - ავთანდილ თალაკვაძე

“სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით გვაქვს ხელშესახები სიახლეები - შესყიდვა განხორციელდა და უახლოეს პერიოდში ოზურგეთს ეყოლება 8 ერთეული ახალი ავტობუსი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით მოემსახურება ჩვენს თანამოქალაქეებს. განახლებულ მაგისტრალებთან და მოსაცდელებთან ერთად, დარწმუნებული ვარ ახალი ტრანსპორტი დიდ სამსახურს გაუწევს ჩვენს თანამოქალაქეებს,“- ამის შესახებ ოზურგეთის მერმა საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

ავთანდილ თალაკვაძის თქმით, ოზურგეთისთვის პრიორიტეტულია ეკოლოგია და გარემოს დაცვა. ბიუჯეტის 11% მოხმარდება გარემოსდაცვით ღონისძიებებს და კომუნალური სერვისების განვითარებას.  ამის გარდა ფონდების მხარდაჭერით გაიზრდება დასუფთავების მომსახურების არეალი.

„განხორციელდება მატერიელურ-ტექნიკური განახლება - 2024 წელს დავამატებთ 3 ახალ ნაგავმზიდს, რომელიც მოემსახურება ოზურგეთს. დამატებით ვგეგმავთ ახალი ნაგავშემკრები კონტეინერების შეძენას და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. დაწყებულია დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირების ახალი სისტემის დანერგვა, ხოლო მიღებული შემოსავალი ისევ სერვისის გაუმჯობესებას მოხმარდება,“- განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა