ტრაქტორის მძღოლმა ქუთაისში კაფე “სავანეს” დანგრევაზე უარი თქვა
ქუთაისში, კაფე-ბარ “სავანეს” დემონტაჟზე მიყვანილი მძიმე ტექნიკის მძღოლმა შენობის დანგრევაზე უარი თქვა. ამის შესახებ ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს.
“აი, ეს არის ნამდვილი ქუთაისელი, ეს არის ადამიანი, მან უარი თქვა, მონაწილეობა მიეღო ქუთაისის ისტორიის ნაწილის დემონტაჟში”, – აცხადებს “სავანეს” ერთ-ერთი მფლობელი ირაკლი ტურაბელიძე.
ქუთაისის ბულვარში, კაფე-ბარ “სავანეს” დემონტაჟში მიმდინარეობს, პოლიციამ ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოსაზღვრა და შენობის ნგრევა უნდა დაიწყოს. “სავანეს” დემონტაჟს მეპატრონეები და ადგილობრივები აპროტესტებენ. ადგილზე ხმაური და დაპირისპირებაა.