თეგებით ძიება

ფულის მოზიდვაში ფენ-შუი დაგვეხმარება - 10 რჩევა

1.მოაწესრიგეთ სამზარეულო და შემოსასვლელი. ფული ჭუჭყიან ადგილას არ შემოვა.

2.ფულს ხელფასის აღების დღესვე ნუ დახარჯავთ. შეინახეთ ისინი უჯრაში ან სეიფში და მეორე-მესამე დღიდან პატარ-პატარა თანხების ხარჯვა დაიწყეთ.

3.ფულის მისაზიდად წითელი საფულე შეიძინეთ ან სხვა ფერის, ოღონდ წითელი დეკორატიული ელემენტით.

4.საფულეში, ფულისა და პლასტიკური ბარათების გარდა, სხვა ნივთებს (ჩეკები, ფოტოები) ნუ შეინახავთ.

5.კუპიურები სხვადასხვა განყოფილებაში მათი ნომინალური ღირებულებების შესაბამისად განათავსეთ.

6.ფული დილაობით, სუფთა ხელებით გადაითვალეთ.

7.სიმდიდრის მოსაზიდად, ფული მდიდარ ადამიანს ესესხეთ და იგი (სასურველია, უცხოური ვალუტის კუპიურა) გარკვეული ვადით, დაუხურდავებლად საფულეში შეინახეთ.

8.გახსოვდეთ, რომ ფულმა ფული უნდა მოგიტანოთ. ამიტომ ფინანსები სარფიანად დააბანდეთ.

9.მიღებული თანხა ასე გადაანაწილეთ: 50 პროცენტი კეთილ საქმეებს მოახმარეთ, 25 - ხარჯებს, 10 პროცენტით გაჭირვებულ ნათესავებს დაეხმარეთ, 15 კი საკუთარი სიამოვნებისთვის დახარჯეთ.

10.და რაც მთავარია, გახსოვდეთ, რაც უფრო მეტს გასცემთ, მით მეტი დაგიბრუნდებათ.

წყარო : Marao.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა