თეგებით ძიება

ნეთანიაჰუ არაფრით განსხვავდება ადოლფ ჰიტლერისგან - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ქმედებები ღაზას სექტორთან დაკავშირებით არაფრით განსხვავდება ნაცისტების ლიდერის ადოლფ ჰიტლერის ქმედებებისგან.

როგორც ისრაელის მედია წერს, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ერდოღანი ისრაელს ნაცისტურ გერმანიას ადარებს. ერდოღანმა მასიურად გააძლიერა ისრაელის კრიტიკა მიმდინარე ომის დროს. მან, ასევე, განაცხადა, რომ ჰამასი არ არის ტერორისტული ორგანიზაცია.

ისრაელმა თავისი დიპლომატები თურქეთიდან ოქტომბერში გაიწვია მას შემდეგ, რაც ერდოღანმა ისრაელი სამხედრო დანაშაულების ჩადენაში დაადანაშაულა. მოგვიანებით თურქეთმა ასევე გაიწვია თავისი ელჩი ისრაელიდან.

„არავითარი განსხვავება არ არის იმას შორის, რასაც ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აკეთებს ღაზას სექტორზე თავდასხმების დროს და რასაც აკეთებდა ადოლფ ჰიტლერი“, - აღნიშნა ერდოღანმა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა