რუსმა ოკუპანტებმა რობოტინესთან უკრაინელი ჯარისკაცები დახვრიტეს
დეკემბერში, უკრაინის თავდაცვის ძალებთან საბრძოლო შეტაკების დროს, სოფელ რობოტინესთან, რუსული არმიის სამხედროებმა უკრაინელი ჯარისკაცები დახვრიტეს.
აღნიშნულ ფაქტზე ზაპოროჟიეს საოლქო პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით, ოკუპანტებმა სამი უკრაინელი დამცველი შეიპყრეს, ერთი საათის შემდეგ კი დახვრიტეს.
„ეს არის აგრესორი ქვეყნის მიერ, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით გათვალისწინებული სამხედრო ტყვეების მოპყრობის უხეში დარღვევის კიდევ ერთი შემთხვევა. მაგალითად, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ინტერნეტში გამოჩნდა რუსი სამხედროების მიერ დატყვევებული უკრაინელი ჯარისკაცების სიკვდილით დასჯის ვიდეო. ასევე დაფიქსირდა უკრაინელი სამხედრო ტყვეების "ადამიანურ ფარად" გამოყენება ფრონტის ხაზზე. რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება. ყოველი ასეთი დანაშაულისთვის რუსეთი დაისჯება. “- აცხადებს უკრაინის გენერალური პროკურატურა
უწყების ცნობითვე, ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა ინტერნეტსივრცეში გავრცელდა.