თეგებით ძიება

ვისაც ჩემი ბაღი გაზაფხულზე, ზაფხულში ან შემოდგომაზე არ უნახავს, არ მინდა ზამთარში ასე მოღნიოშებული ნახოს - ზურაბ შევარდნაძე

ცნობილი მებაღე. „გარდენის შევარდნაძის“ დამფუძნებელი ზურაბ შევარდნაძე სოციალურ ქსელში წერს:

ძალიან არ მიყვარს ზამთარი, ბაღი ისე გაიცარცვება და გატყავდება ოდესმე ფერს თუ დაიბრუნებს ვერ იფიქრებს კაცი. ბაღის სანახავად და სულის მოსათქმელად მაინც მოდის ხალხი. გულის სიღრმეში არ მიხარია, სტუმრებს, რომ ვხედავ და რატომღაც სულ ბებიას ნათქვამი მახსენდება: "ვისაც ჩემი ახალგაზდობა არ უნახავს იმან არ მინდა ამ სიბერეში დამინახოს, იმან რა იცის რა ცქრიალა, კოხტა და ლამაზი გოგო ვიყავი."

ვისაც ჩემი ბაღი გაზაფხულზე, ზაფხულში ან შემოდგომაზე არ უნახავს არ მინდა ზამთარში ასე მოღნიოშებული ნახოს.

რაღა დარჩა, 29 დეკემბერს გვაქვს ამ წლის ბოლო სამუშაო დღე და მერე ტრადიციულად 1 მარტამდე დავემშვიდობებით მნახველებს, მეც და ჩემი ბაღიც - წერს ზურაბ შევარდნაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა