თეგებით ძიება

„შესაძლებელია თუ არა ადამიანი, რომელიც თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს მოხვდეს სამოთხეში და უფალმა მიუტევოს ეს დიდი ცოდვა?“ - მამა საბა ჭიკაიძე მკითხველთა კითხვებს პასუხობს (ვიდეო)

მამა საბა ჭიკაიძეს, რომელიც თბილისში, ვაკეში მდებარე ორ ეკლესიაში დეკანოზად მსახურობს - მთელი ქვეყანა იცნობს. მამა საბა სოციალურ ქსელში საჯაროდ პასუხობს ყველას, ვისაც რელიგიასთან დაკავშირებით რაიმე სახის კითხვა აქვს.

-შესაძლებელია თუ არა ადამიანი, რომელიც თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს მოხვდეს სამოთხეში და უფალმა მიუტევოს ეს დიდი ცოდვა?

-ვარ 20 წლის. მსურს, გავხდე საშვილოსნოს დონორი. რელიგიურად გაუმართლებელი ხომ არ არის ჩემი გადაწყვეტილება დონორობასთან დაკავშირებით?

-ასეთი კითხვა მაქვს. ლომისაში, 32 წლის მეც, ვიყავი პატარა ვაჟებით, სისხლის მდინარემ ჩემზე ცუდად ომოქმედა, შევუთქვი, ვაჟები 20 წლისები, რომ გახდებოდნენ, ლომისაში ისევ მივიდოდი, მაღლა ზემოთ ავიდოდი, კი არ დავკლავდი შესაწირს, ცოცხლად გავუშვებდი, პირობა ვერ შევასრულე, გავიდა 31 წელი. როგორ მოვიქცე, რას მირჩევთ. პატივისცემით ლელა რაზმაძე.

-წლების წინ ერთ ხატზე მითხრეს ეს კათოლიკურიაო და შენახული მქონდა. არ ვიცოდი სად წამეღო. ამ დღეებში აღმოვაჩინე და უცებ ინსტიქტურად თუ უფრო გამიზნულად ღუმელში დავწვი, რადგან ვიფიქრე სალოცავ კუთხესთან დადება არ შეიძლებოდა და რამე არ დამეშავებინა. ეხლა ძალიან მაწუხებს ჩემი საქციელი. ნუთუ საშინელება ჩავიდინე?

- ხშირად ვუსმენ ლოცვებს ინტერნეტის საშუალებით. არ დაგიმალავთ და ზოგჯერ დილა-საღამოს ლოცვებსაც. რამდენად გამართლებულია წაკითხვის მაგივრად ლოცვის მოსმენა.

-ერთი შეკითხვა მაქვს და თქვენი განმარტებები ძალიან მრავლის მთქმელია, გასაგები. პასუხი ცალსახად ვიცი მაგრამ მინდა რომ ახსნათ ძირეულად და გამოსავალიც ამ პრობლემიდან. მეხუთე მცნება გვასწავლის მშობლების პატივისცემას, მაგრამ თუკი მშობელი ურწმუნოა, კიდევ უფრო უარესი, ღვთისმგმობელი, თავის ცხოვრების სტილით და შვილი ეკლესიური მშობელს უნდა დაემორჩილოს მაინც, როცა ვიცით წმინდა ბარბარე მშობლის ნებას რომ დამორჩილებოდა იქნებოდა ის მართმადიდებელ ეკლესის წიაღში? ძალიან მაწუხებს ეს თემა და ველი თქვენს განმარტებას.

-წლების წინ გერგეთის სამების ეკლესიის ეზოდან წამოვიღე ფიქალის ქვის ნატეხები, რომლითაც გაკეთებულია გალავანი. რატომღაც ვიფიქრე რომ სახლში ამ ქვაზე დავანთებდი სანთელს. წლების შემდეგ გავიგე რომ ეს ეკლესიირად არ შეიძლებოდა. ამას დაემთხვა ისიც, რომ წლების მანძილზე ოჯახში სულ წარუმატებლობა, ავადმყოფობა და ბოლოს ოჯახის წევრის სიკვდილით დასრულდა. მითხარით თუ ჩავიდინე ცოდვა და ან ახლა როგორ მოვიქცე. მინდა დავაბრუნო ეს ქვები თავის ადგილზე, მაგრამ არ ვიცი შევძლებ თუ არა იქ ასვლას. სხვა გამოსავალი თუ არსებობს. გთხოვთ მიპასუხოთ.

-ჩემი ბავშვობის პერიოდიდან მახსოვს, რომ მეზობლის ხანდაზმულმა დედამ სიცოცხლის ბოლოს აღარ მიიღო საკვები, მაშინ ვერაფერში ვერ ვერკვეოდი და არც არანაირი კითხვები არ მიჩნდებოდა, უბრალოდ, ამბად მივიღე, რომ მეზობელი ბებო საკვებს აღარ ღებულობდა და 10 დღის შემდეგ გარდაიცვალა. მეხსიერებაში დამრჩა შეგრძნება, რომ მისი უჭმელობა მისგან გაუცნობიერებელი იყო. ამჟამად, როცა გამახსენდება, კითხვა არ მასვენებს, მსგავს სიტუაციაში რომ აღმოჩნდეს ადამიანი, ხელოვნურად უნდა ვკვებოთ (ზონდით )თუ არა. ასეთი შემთხვევაში ევთანაზიის მსგავს სიტუაციაში ვვარდებით, თუ პირიქით ზედმეტი ჩარევა არაა საჭირო და უფალს უნდა მივანდოთ ეს საკითხი - ამბობს მამა საბა ჭიკაიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა