თეგებით ძიება

ვინ არის კაცი, რომლის ცხედარიც დღეს მაშველებმა მყინვარწვერის მიმდებარედ იპოვეს

ყაზ­ბე­გის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, გერ­გე­თის მყინ­ვარწვე­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სამ­თო ექ­სპე­დი­ცი­ის დროს და­კარ­გუ­ლი მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­საც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მაშ­ვე­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უწყვეტ რე­ჟიმ­ში ეძებ­დნენ, გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებ­ში სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის მაშ­ველ­თა ჯგუფ­თან ერ­თად ჩარ­თუ­ლი იყო სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ვერ­ტმფრე­ნი. ამას­თან, აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ გარ­დაც­ვლი­ლის ცხე­და­რი მაშ­ვე­ლე­ბის მიერ ამოყ­ვა­ნი­ლია თოვ­ლის მა­სი­დან და მიმ­დი­ნა­რე­ობს შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბი.

რო­გორც ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, გარ­დაც­ვლი­ლი IDFI-ის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს წევ­რი ვანო იმ­ნა­იშ­ვი­ლია.

"ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოვ­თქვამთ, IDFI -ს სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს წევ­რის, ჩვე­ნი კო­ლე­გი­სა და მე­გობ­რის ბა­ტო­ნი ვანო იმ­ნა­იშ­ვი­ლის, ტრა­გი­კუ­ლად გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო და სამ­ძი­მარს ვუ­ცხა­დებთ მის ოჯახ­სა და ახ­ლობ­ლებს" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში, რო­მელ­საც "ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი" (IDFI) ავ­რცე­ლებს.

"ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნი და მე­გო­ბა­რი დავ­კარ­გეთ. ვა­ნო­ზე იმ­დე­ნი პო­ზი­ტი­უ­რის და­წე­რა შე­იძ­ლე­ბა, იმი­ტომ რომ ასე­თი კე­თი­ლი და კარ­გი ადა­მი­ა­ნის ნახ­ვა დღეს იშ­ვი­ა­თია.ძა­ლი­ან გვატ­კი­ნე და დაგ­ვწყვი­ტე გული ვა­ნი­ჩკა შენი წას­ვლით" - წერს IDFI-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კლდი­აშ­ვი­ლი.

ვანო იმ­ნა­იშ­ვი­ლი პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტი იყო. 1998 წელს და­ამ­თავ­რა ივ.ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტი. ასე­ვე, 2005 წელს მი­ღე­ბუ­ლი აქვს მა­გის­ტრის ხა­რის­ხი ექს-მარ­სე­ლი III-ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის­გან (Université Aix-Marseille III) სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თალ­ში.

იუ­რი­დი­ულ სფე­რო­ში მისი პრო­ფე­სი­უ­ლი 25 წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა ძი­რი­თად კერ­ძო ბიზ­ნე­სის, კორ­პო­რა­ტი­უ­ლი, სა­მე­წარ­მეო, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის და ზო­გა­დად სა­მო­ქა­ლა­ქო სა­მარ­თალს უკავ­შირ­დე­ბა, თუმ­ცა ვანო იმ­ნა­იშ­ვილს ასე­ვე ჰქონ­და, რო­გორც უფ­ლე­ბა­დამ­ცველ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან მუ­შა­ო­ბის, ასე­ვე ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლო­ში საქ­მის წარ­მო­ე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა.

2021 წლი­დან ის იყო თვით­და­საქ­მე­ბუ­ლი და ეწე­ვა კერ­ძო იუ­რი­დი­ულ პრაქ­ტი­კას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა