თეგებით ძიება

ბოლო დროს ერევანი ავითარებს თანამშრომლობას NATO-სთან, არ შეიძლება ეს არ გვაწუხებდეს - ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, სომხეთი მოსკოვთან დროით გამოცდილ და სანდო ალიანსს დასავლეთის ბუნდოვან დაპირებებზე ცვლის.

მისივე თქმით, სომხეთის ხელისუფლება ცდილობს, რომ ყარაბაღის დაკარგვა რუსეთს გადააბრალოს, როდესაც ეს ტერიტორია თავადვე აღიარა აზერბაიჯანის განუყოფელ ნაწილად. 

ლავროვის მტკიცებით, სომხეთი იყო და რჩება რუსეთისთვის სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში და ეჭვის შეტანა სომხეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზის არსებობის მიზანშეწონილობაში საზიანოა.

"ბოლო დროს ერევანი ავითარებს თანამშრომლობას NATO-სთან და მის ცალკეულ ქვეყნებთან. წელს სომხეთმა ალიანსთან ერთად რამდენიმე ათეულობით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ის აგრძელებს შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას NATO-ს სტანდარტების შესაბამისად, სამხედროები გადიან წვრთნებს ჩრდილოატლანტიკური ბლოკის რიგ სახელმწიფოებში. ეს არ შეიძლება არ გვაწუხებდეს. ჩვენ არაერთხელ გავამახვილეთ ჩვენი სომეხი კოლეგების ყურადღება, რომ NATO-ს ჭეშმარიტი მიზანია გააძლიეროს თავისი პოზიციები რეგიონში და შექმნას პირობები მანიპულაციისთვის, გაყავი და იბატონეს სქემით. 

იმედი მაქვს, ერევანში აცნობიერებენ, რომ ალიანსთან ურთიერთობის გაღრმავება ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სუვერენიტეტის დაკარგვას გამოიწვევს", - თქვა ლავროვმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა