"ქარი კიდე უფრო გაძლიერდება..." - ნახეთ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრო-მეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსის სვეტლანა ნიორაძე „პრაიმტაიმთან“ ამბობს, რომ ქარი კიდე უფრო გაძლიერდება.
"ქარი კიდევ უფრო გაძლიერდება. გაფანტავს ამ ღრუბლებს. თოვლი ჯერჯერობით თბილისში მოსალოდნელი არ არის...“, - ამბობს სვეტლანა ნიორაძე
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.