თეგებით ძიება
28. 12. 2023 ვიდეო

მოსამართლემ 14 წლის აითაჯის დედა და ბიძა პატიმრობაში დატოვა (ვიდეო)

რუსთავის საქალაქო სასამართლოში 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართა. პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება მოსამართლემ დასაშვებად ცნო, ხოლო ადვოკატების მოთხოვნა აითაჯის დედისა და ბიძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ, არ დააკმაყოფილა და ორივე მათგანი პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე დედის გათავისუფლების სანაცვლოდ სასამართლოს 100 000 ლარიან გირაოს, ხოლო ბიძის - 20 000 ლარიან გირაოს სთავაზობდა. ბრალდებულებმა დღევანდელ სასამართლოზე დუმილის უფლებით ისარგებლეს.

მომდევნო სხდომა 11 იანვარს ჩაინიშნა.

14 წლის აითაჯის მკვლელობაში 27 წლის ასიმ ასლანოვია ბრალდებული. ის არასრუწლოვანთან იძულებით "ქორწინებაში" იმყოფებოდა. აითაჯის დედა და ბიძა კი ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს. 

საგარეჯოს სოფელ ლამბალოში, 14 წლის აითაჯ შახმაროვა 6 ოქტომბერს მოკლეს. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა