რუსეთთან შეერთება დღის წესრიგიდან არ არის მოხსნილი - ალან გაგლოევი
დროებით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის, ალან გაგლოევის თქმით, "სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხი დღის წესრიგიდან არ არის მოხსნილი".
მისივე თქმით, რუსეთისა და ბელარუსის "სამოკავშირეო სახელმწიფოსთან" ურთიერთობების დამყარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
"არ არის საჭირო ხალხის მოტყუება. შექმნილ ვითარებაში პრობლემის გადაჭრის გზა არ არსებობს. ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვაქვს ჩვენს რუს კოლეგებთან, ეს არ არის ამოღებული დღის წესრიგიდან", - განაცხადა გაგლოევმა.