როტშილდების საიდუმლო - რას მალავს მსოფლიოს ყველაზე ძლიერი დინასტია, რომელშიც მხოლოდ უახლოეს ნათესავებზე ქორწინდებიან
მე-18 საუკუნიდან მოყოლებული, ეს გვარი მსოფლიოში ძალაუფლების, სიმდიდრისა და ფუფუნების სიმბოლოა. საბანკო დინასტია, რომელმაც ფინანსების მსოფლიო ისტორიაში ღრმა კვალი დატოვა, ფრანკფურტში დაფუძნდა და ყოველთვის მისტიკითა და იდუმალებით იყო მოცული. ვინ არიან როტშილდები და როგორ მოახერხეს მსოფლიოში ყველაზე გავლენიან დინასტიად ქცევა?
მოკრძალებული დასაწყისი
ორ საუკუნეზე მეტია, როტშილდების დინასტია პლანეტის იდუმალ მმართველად ითვლება. როტშილდების სიმდიდრის გამოთვლა თითქმმის შეუძლებელია, თუმცა უხეში გათვლებით, ის 3,5 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ამასთან, ოჯახის არც ერთი წევრი ოფიციალურად, 1 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების აქტივებს არ ფლობს.
როტშილდების ოჯახის ისტორია ღარიბი ებრაელი ქსოვილების ვაჭრით, მაიერ ამშელ როტშილდით იწყება, რომელიც მე-18 საუკუნის ფრანკფურტში ცხოვრობდა. გამჭრიახი ვაჭარი მალე მიხვდა, რომ ქსოვილების გაყიდვით სიმდიდრეს ვერ დააგროვებდა და ოქროთი და ანტიკვარიატით ვაჭრობა დაიწყო. მაიერი ბავშვობიდან მონეტებს და სიძველეებს აგროვებდა და ახალი ბიზნესი სწორედ მათი გაყიდვით დაიწყო. მაიერის ბიზნესი სწრაფად გაფართოვდა. მოხერხებულმა ვაჭარმა კონკურენტების მაღაზიები იყიდა და ბიზნესის ახალი სფეროები სფერები აღმოაჩინა, მალე კი ბანკირი გახდა.
მაიერის მამა ოქრომჭედელი ამშელ მოზეს ბაუერი იყო, რაც ნიშნავს, რომ რომ როტშილდი მაიერის ოჯახის ნამდვილი გვარი არაა. საქმე ის გახლავთ, რომ ბანკირის სახლის კარზე წითელი ფარის სახით სხვა ოჯახის სიმბოლო და გერბი იყო მიმაგრებული. გერმანულად ის ჟღერდა, როგორ „rotschild“ და ასე გაჩნდა გვარი როტშილდი.
სამეფო ბანკირი
ჭკვიანი და მოხერხებული მაიერი მალე გავლენიანმა ადამიანებმა შენიშნეს და მათი რეკომენდაციით ჰესე-კასელის პრინც უილიამის ფინანსისტი გახდა. სიძველეების ბრწყინვალე კოლექციისა და ხელგაშლილობის წყალობით როტშილდი ევროპის უმდიდრესი არისტოკრატული სახლების სასურველი სტუმარი გახდა. მალე მდიდარი ბანკირისგან სესხების აღება ევროპის სამეფო სახლის წარმომადგენლებმა დაიწყეს.
სანამ მისი ქონება იზრდებოდა, ბიზნესმენმა დაქორწინება და ხუთი ვაჟის მამად ქცევა მოასწრო. რა თქმა უნდა, მაიერმა თავისი უზარმაზარი ქონება შვილებს უანდერძა. ფინანსური სტრატეგიის გენიოსმა თავისი ოთხი ვაჟი ევროპის სხვასხვა დედაქალაქში გაგზავნა, მეხუთე - ნათანი კი ლონდონში დარჩა საოჯახო ბიზნესის განვითარება განაგრძო.
ნათან როტშილდი მამაზე ჭკვიანი აღმოჩნდა და მისი დაარსებული დინასტია ისეთ ძალად აქცია, რომელსაც მეფეებიც კი ანგარიშს უწევდნენ.
როტშილდები ტექნოლოგიებისა და ბიზნესის განვითარებას ყოველთვის ყურადღებით აკვირდებოდნენ. XIX საუკუნის დასაწყისში ჯეიმს როტშილდმა იგრძნო, რომ მომავალი სარკინიგზო ინდუსტრიას ეკუთვნოდა და რკინიგზაში ინვესტიციების დაბანდება დაიწყო. ამ ოჯახს რაღაც ზებუნებრივი ალღო ჰქონდა. ის ფარულად აფინანსებდა ყველა სამხედრო კონფლიქტს და სანამ ადამიანები იხოცებოდნენ, ძლიერდებოდა.
პირველმა მსოფლიო ომმა ოჯახს უზარმაზარი შემოსავალი მოუტანა, მაგრამ მორგანების სახით ძლიერი კონკურენტები გაუჩინა. მეორე მსოფლიო ომმა ყველაფერი გაართულა - ოჯახს ევროპული აქტივები ჩამოართვეს და აიძულეს წინააღმდეგობის მოძრაობებში მიეღოთ მონაწილეობა. ომისშემდგომი ეპოქა როტშილდებისთვის ახალი შესაძლებლობების დროდ იქცა, რომელსაც ძალიან სწრაფად მოერგნენ.
რა ხდება დღეს როტშილდების დინასტიაში?
როტშილდების საბანკო იმპერიის ინტერესები ახლა ყველა სფეროს მოიცავს: ქონებისა და აქტივების მართვას, პირდაპირ ინვესტიციებს და ქველმოქმედებას. ის, საუკუნის წინ ევროპის დიდ ქალაქებში საბანკო ინსტიტუტების ქსელის სახით დაიწყო, ახლა გლობალურ ფინანსურ გავლენად იქცა.
შეთქმულების თეორიები
როტშილდებს ხშირად მსოფლიო პოლიტიკის უხილავ მმართველებს უწოდებენ. მათ მიაწერენ ომების დაფინანსებას და გლობალური კონტროლის შემოღებას ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების მიზნით.
თანამედროვე სამყაროს ფული მართავს, ამიტომ როტშილდები, ბევრი მდიდარი ადამიანის მსგავსად, საკუთარი ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე, მსოფლიოზე ოსტატურად მანიპულირებენ. დღეს აღარავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ყველა ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო კრიზისი გარკვეული ფინანსური ჯგუფების კეთილდღეობის გაზრდის მიზნით შეიქმნა. როტშილდებს შესანიშნავი ფინანსური ალღო აქვთ და ყოველთვის საჭირო ადგილზე და საჭირო დროს ჩნდებიან, თუმცა არ შეიძლება ყველა გლობალური კონფლიქტის ორგანიზება მათ მივაწეროთ. საქმე არც ასე მარტივადაა..
შეთქმულების თეორიის მომხრეთა აზრით, როტშილდები მსოფლიოს უხილავი მმართველები არიან, რომლებიც ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებას ცდილობენ. უზარმაზარი სიმდიდრის წყალობით ისინი ყველა ქვეყნის მთავრობას და მათ ეკონომიკას აკონტროლებენ,, თუმცა ამის მტკიცებულება არ არსებობს. რა თქმა უნდა, როტშილდების გავლენა უზარმაზარია, მაგრამ ყველა უბედურებაში მათი დადანაშაულება არ შეიძლება.
ბანკირების დინასტია საზოგადოებისთვის დიდი ხნის განმავლობაში დახურული იყო. დინასტიის დამფუძნებელმა შთამომავლებს უანდერძა, რომ მხოლოდ ოჯახის წევრებზე ექორწინათ და ისინიც ამ წესს ორი საუკუნის მანძილზე იცავდნენ. ბოლო დროს როტშილდების ოჯახის წევრებმა ტრადიციის დარღვევა ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს.
მაგალითად, მირიამ ლუიზა როტშილდს საბანკო სექტორთან და ბიზნესთან არაფერი აკავშირებს და მეცნიერებითაა გატაცებული. დევიდ რენე ჯეიმს დე როტშილდი დაქორწინდა კათოლიკე ოლიმპია ალდობრანდინზე - ქალზე, რომელიც არათუ ნათესავი, ებრაელიც კი არაა. დევიდი მოკრძალებულად ცხოვრობს და შვილებს ასწავლის, რომ ცხოვრებაში ყველაფერს თავად უნდა მიაღწიონ. მას ბიზნეს და ეკონომიკურ საქმიანობსთან არაფერი აკავშირებს და საქველმოქმედო და გარემოსდაცვით საქმიამობაშია ჩართული.
ასე რომ, ყველა როტშილდი ბანკირი და ფინანსისტი არ არის, რაც ადასტურებს, რომ ისინი საიდუმლო ორგანიზაციას არ მართავენ და მსოფლიო ბატონობისკენ არ მიისწაფიან.