თეგებით ძიება

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევამ აჩვენა, რომ მეგრელები ძირძველი კავკასიელები არიან

ოქსფორდის უნივერსიტეტში, ოქსფორდის უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგიისა და ევოლუციის მეცნიერებმა ჩაატარეს მეგრელების დნმ-ის კველევა და დადეს დასკვნა, რომელიც უამრავ კითხვას სცემს პასუხს.

მოგეხსენებათ, მეცნიერების გარკვეული ნაწილი ვერ შეთანხმდა იმაზე თუ ვინ არიან მეგრელები, ერთნი ამტკიცებენ, რომ მეგრელები ებრაული ფესვების მქონე ხალხია, ხოლო ნაწილის აზრით, აზოვისპირეთის ტრამალებიდან კავკასიაში მიგრირებულები, რომლებმაც ასე ვთქვამ მოახდინეს ადგილობრივი ეთნოსის ტერიტორიების "ოკუპაცია" და დასახლდა მათ ტერიტორიებზე.

სამეგრელოს რეგიონის 30 დასახლებული პუნქტში (იგულისხმება რეგიონის ქალაქების და სოფლების მოსახლეები) მცხოვრებლებიდან 485 ადამიანის დნმ ნიმუში იქნა აღებული კვლევებისათვის.

კვლევებმა დაადასტურა ივანე ჯავახიშვილისა და სიმონ ჯანაშიას თეორიის სისწორე, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ქართველური ტომები, მათ შორის მეგრელები წარმოადგენდნენ საქართველოს ტერიტორიის ძირძველ, ავტოქტონურ მოსახლეობას.

კვლევების შედეგად დადგინდა:

მეგრელების გენში მაღალი სიხშირით არის წარმოდგენილი დასავლეთ ევრაზიული ჰაპლოჯგუფები (H, HV, I, J, K, N1, R1, R2, T, U, and W. X2), ხოლო აღმოსავლეთ ევრაზიული ჰაპლოჯგუფების (A, C, D, F, and G) სიხშირე დაბალია.

კვლევების შედეგად ასევე დადგინდა, რომ მეგრელები გენეტიკურად შედიან სამხრეთ კავკასიის მოსახლეობის იდენტურ კლასტერში.

აღნიშნულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ მეგრელები იმ განსახლების ადგილებში, სადაც სადღეისოდ ცხოვრობენ, ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანის პერიოდიდან ცხოვრობენ, რასაც ადასტურებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის სხვა ადგილებიდან ამოღებული ბრინჯაოს ხანის დროინდელი დნმ-ის ნიმუშებთან წარმოდგენილი 485 პირის დნმ-ის ნიმუშები.

ასე, რომ ვაი-მეცნიერების თუ ძალად "ისტორიკოსების" ვარაუდები მეგრელების თანამედროვე სამეგრელოში მიგრაციისა უცხო ქვეყნებიდან, ყურით მოთრეული მითია და ქართველებს შორის შუღლის ჩამოგდების მსურველები მიზანს ვერ მიაღწევენ.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა