თეგებით ძიება

„დღეს ჩემთან ანგელოზები მოვიდნენ 142-ე სკოლიდან და თავის თანატოლებისთვის საჩუქრები მომიტანეს“ - რას წერს აკა სინჯიკაშვილი?

ბლოგერი და საქველმოქმეედო პროექტების აცტორი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

ისეთი ბედნიერი ვარ, დღეს ჩემთან ანგელოზები მოვიდნენ 142-ე სკოლიდან და თავის თანატოლებისთვის  საჩუქრები მომიტანეს.  თავისი ხელით დაუწერეს წერილები და თვითონ გაალამაზეს საახალწლოდ. ესეთი ამბები, პროფესიონალი და დიდი გულის მასწავლებლების დამსახურებაა, მაგალითად ეკა გულაშვილი-ს და ბევრი ასეთი აღმზრდელის.

ასევე "მწვანე სკოლის" ბავშვებმა ერთად შეუგროვეს სათამაშოები და ტკბილეული და სხვა ბავშვებს გაუგზავნეს შორეულ სოფლებში .

ყველა ერთად ჩამეხუტა და ახლა ყველაზე დიდი გული მაქვს. 

ამდენი სიყვარული ერთად, მთელი წლის ენერგიას იძლევა და იმიტომ გამოდის ამდენი საქმე.

 ბავშვებისაა ყველაფერი დედამიწაზე, გაუფრთხილდით, სიყვარული ასწავლეთ და ესენი ააშენებენ ქვეყანას, ამათ შემოევლოთ ჩემი სიცოცხლე.

ძალიან მიყვარხართ და აკა  სულ ყოველთვის თქვენს მხარეს იქნება - წერს სინჯიკაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა