თეგებით ძიება

პუტინმა სი ძინპინს განუცხადა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ მინიმუმ 5 წელს გეგმავს - Nikkei Asia

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ჩი­ნე­თის ლი­დერ სი ძინ­პინს მარ­ტში, მოს­კოვ­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნუ­ცხა­და, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ მი­ნი­მუმ ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იო­მებს, - ინ­ფორ­მა­ცი­ას Nikkei Asia ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, პუ­ტინ­მა გა­მოთ­ქვა რწმე­ნა, რომ რუ­სე­თი გა­ი­მარ­ჯვებს.

Nikkei Asia წერს, რომ "ხუ­თწ­ლი­ა­ნი ომის" შე­სა­ხებ პუ­ტი­ნის სი­ტყვე­ბის შემ­დეგ, ჩი­ნეთ­მა სა­კუ­თარ სტრა­ტე­გი­ას გა­და­ხე­და. გა­მო­ცე­მა აღ­ნიშ­ნავს, რომ უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბულ­მა ომმა, შე­იძ­ლე­ბა, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იმოქ­მე­დოს სი ძინ­პი­ნის ამ­ბი­ცი­ებ­ზე ჩი­ნე­თის ლი­დე­რის პოსტზე მისი მე­სა­მე ვა­დის დროს ტა­ი­ვა­ნის ანექ­სი­ა­ზე.

Nikkei Asia წერს, რომ პუ­ტი­ნის გან­ცხა­დე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მხრი­დან ცე­ცხლის შე­წყვე­ტი­სა და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მზად­ყოფ­ნის სიგ­ნა­ლე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბის და­უ­ფიქ­რებ­ლად მი­ღე­ბა არ უნდა მოხ­დეს.

„პუ­ტინს შე­იძ­ლე­ბა უბ­რა­ლოდ სურ­დეს, მარ­ტის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინ შექ­მნას ილუ­ზია, რომ ის მი­ი­წევს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის­კენ ან მშვი­დო­ბის­კენ, რად­გან თვლის, რომ ასე­თი ატ­მოს­ფე­რო მის სა­სარ­გებ­ლოდ იმოქ­მე­დებს კენ­ჭისყ­რის დროს“, - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა