თეგებით ძიება
29. 12. 2023 მსოფლიო

უკრაინა და უნგრეთი ზელენსკის და ორბანის შეხვედრას ამზადებენ

უკრაინის და უნგრეთის ხელისუფლებები ვოლოდიმირ ზელენსკის და ვიქტორ ორბანის შეხვედრას ამზადებენ. ამის შესახებ Reuters იუწყება.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა, შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.

14-15 დეკემბრის სამიტზე ყველა ქვეყანამ, უნგრეთის გარდა, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებას მხარი დაუჭირა. ორბანმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო და ხმის მიცემის დროს დარბაზი დატოვა.

ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკება 2024 წელს დაიწყება. ამასთანავე, ვიქტორ ორბანმა მხარი არ დაუჭირა კიევისთვის 50 მლრდ ევროს დახმარებას. სწორედ ეს საკითხი, სავარაუდოდ, იქნება უკრაინის და უნგრეთის ლიდერების შეხვედრის მთავარი თემა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა