თეგებით ძიება

სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა - ზედამხედველობის დეპარტამენტი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბის მიმდებარედ, მოქალაქეს, ავტოსატრანსპორტო საშუალებით, უკანონოდ მოპოვებული სოჭის სახეობის 8 ერთეული ხე-მცენარე გადაჰქონდა. უწყების თქმით, ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შესაბამის საგამოძიებო ორგანოში გადაიგზავნება.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღვაიშში კი, მოქალაქემ კრიპრომეიის სახეობის 3 ერთეული ხე-მცენარე უკანონოდ მოიპოვა, 4 ერთეულ ხე-მცენარეს კი ტოტები გადაჭრა. დეპარტამენტის თქმით, აღნიშნულზეც შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია, მასალები კი შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.

"გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წინასაახალწლო პერიოდში წიწვოვანი ხეების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე მკაცრ კონტროლს ახორციელებს განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, სადაც წიწვოვანი ტყეებია. ასევე, პრევენციული ღონისძიებები ტარდება ქალაქის შემოსასვლელთან, დასახლებულ პუნქტებში, საავტომობილო გზებზე. დედაქალაქში აქტიურად მოწმდება რეალიზაციის ადგილები - მაგალითად, სპორტის სასახლის, ვაგზლის, მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიები. წიწვოვნების უკანონო მოპოვებაზე, ასევე ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე მოქმედებს 500-დან 2000-ლარამდე ჯარიმა, რასაც გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობაც ემატება", - ნათქვამია განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა