თეგებით ძიება

იმუშავებს თუ არა საბაჟო გამშვები პუნქტები საახალწლოდ უქმე დღეებში

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, უქმე დღეებში, 2024 წლის 3 იანვრიდან 5 იანვრის ჩათვლით, გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო გამშვები პუნქტები, ასევე გაფორმების განყოფილებები, საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას.

„სამუშაო დროს გაწეული მომსახურებისთვის, საქართველოს მთავრობის N96 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების გაორმაგება არ მოხდება.

2024 წლის 3 იანვრიდან 5 იანვრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს მასშტაბით არ იმუშავებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის  მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრები“, – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაითვალისწინონ სერვისებით (მათ შორის ელექტრონული სერვისებით) სარგებლობისას.

„ამასთან, 2024 წლის 3 იანვრიდან  5 იანვრის ჩათვლით, სასურველი ინფორმაციის მისაღებად, 09:00 საათიდან – 18:00 საათამდე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის  სერვისით „RS ჩათი“, დაუკავშირდეთ საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრს 2 299 299 ან გამოიყენოთ ელექტრონული ფოსტა in**@rs.ge“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის უქმედ განისაზღვრა 2024 წლის 3 იანვრიდან 5 იანვრის [პარასკევის] ჩათვლით დღეები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა