სახურავის გარეშე დარჩენილი სახლები და დახოცილი ფრინველი - შიდა ქართლის სოფლებში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
შიდა ქართლის სოფლებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დაწყებას ელოდებიან. ხაშურის გარდა, უამინდობამ პრობლემები შექმნა ქარელის მუნიციპალიტეტშიც. ძლიერი ქარის და გადაუღებელი წვიმის გამო, ათობით სახლი სახურავის გარეშეა დარჩენილი. დატბორილია სახლები და ნაკვეთები. დაიხოცა შინაური ფრინველიც. მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების სტიქიის ზონაში გამოჩენას ამ დრომდე ელოდება. ქარელის მკვიდრები დახმარებას ითხოვენ.