თეგებით ძიება

პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები არსებობს და უნდა გავეცნოთ - მიხეილ სარჯველაძე

პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები არსებობს და უნდა გავეცნოთ, ფრთხილად უნდა ვიყოთ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუ ახალ წელს პიროტექნიკას არავინ გამოიყენებს.

„არ მგონია, ახალ წელს სიხარულის გამოხატვის ერთადერთი ფორმა პიროტექნიკის გამოყენებაა. მას საერთოდ თუ არავინ გამოიყენებს, საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუმცა თუ ვინმე მაინც გადაწყვეტს, თხოვნით მივმართავ, რაც შეიძლება ფრთხილად იყვნენ. გარკვეული რეკომენდაციები არსებობს, რომელსაც უნდა გაეცნონ და ზედმიწევნით ფრთხილად იყვნენ, ერთმანეთის ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ. არაერთი შემთხვევა ვნახეთ, როცა ბევრ ადამიანს მოლოდინი არ ჰქონდა, რომ ამბავი დრამატულად განვითარდებოდა და ფაქტობრივად, საახალწლო დღეები ტრაგედიად იქცა, რისი სურვილი, მოლოდინიც არავის ჰქონდა, თუმცა ასეთი რაღაც ხდება. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულად ფრთხილად უნდა ვიყოთ. რეკომენდაციები არსებობს და სწორედ მას უნდა გავეცნოთ. ეს იქნება მოშორებით დგომა, სტაციონარულად ტექნიკის დამაგრება, ისე გაშვება და ასე შემდეგ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა