ბედობა: რა განსაზღვრავს წლის განმავლობაში თქვენს ბედსა და იღბალს
2 იანვარი ბედობად არის მიჩნეული, ანუ როგორც ამ დღეს მოიქცევი, მთელი წელიც ისე წავა და ისეთი განწყობა გექნებაო. რეალურად, ეს ასეა თუ არა, მაგას არავინ ამბობს, მთვარია, რომ ტრადიცია არსებობს და ადამიანების უმრავლესობას მისი სჯერა და მიზანდმიმართულად, ნებით თუ უნებლიედ, იცავს... ყოველ შემთხვევაში, ცუდი განწყობის დაბედებას, მაინც არავის ვურჩევ...
აი, რას ამბობს ამ დღესთან დაკავშირებით თავის ახალ წიგნში "გურული დღიურები" ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი - გირგი კეკეკელიძე:
"და წამომაგდებენ დილით ადრე: ერთი აბზაცი უკიდურეს შემთხვევისას უნდა წამეკითხა. თუ არ მეწერენიბებოდა, ერთი სტროფი მაინც მიმერითმა (სკოლაშიც მივდევი ამ ხელობას), ხელ-პირი დამებანა უსათუოდ და კბილიც გამოხეხა, ყულაბაში ორთეთრიანი ჩამეგდო (ხუთი ხუთეთრიანის და თოთხმეტი ათთეთრიანის მეზობლად). რაც მეზარებოდა სხვა დღეებში - ცოტა მამას შეშის ხერხვაში მივხმარებოდი, აუცილებლად მეთამაშა შეზღუდულად - ბედობა იდგა. ძილის წინ უსათუოდ უნდა მეკოცნა ყველა ოჯახის წევრისთვის, რაც სრულიად არაბუნებრივი საქმე გახლდათ ჩემნაირი ბავშვისთვის. და აწ დამტკიცებულად მოგმართმავთ მე ორი საუკუნის წინანდელ ენაზე: ეგ კი არ განსაზღვრავს თქვენს წელიწადსა, თუ რასა იქმთ მარტო დღეს, არამედ ხვალ, ზეგ და მას იქით და მას იქით ნამოქმედარი შიექმს თქვენს სვესა და იღბალსაც. მე მაპატიეთ მენტორული შეძახილისთვის, მაგრამ სასტიკად მეზარება წამოდგომა და თუ არ დამიჯერებთ, ამას დააბრალეთ. "გილოცავთ ბედობას!"'