ქვეყნები, სადაც ახალ წელს 1 იანვარს არ აღნიშნავენ – “მკაცრად კონტროლდება მოქალაქეებმა საახალწლო აქსესუარები არ იყიდონ”
ირანსა და საუდის არაბეთში ახალი წელი ჩვენი კალენდრით 21 მარტს აღინიშნება.
საუდის არაბეთში 1 იანვრის დილა მკაცრად კონტროლდება, რომ მოქალაქეებმა საახალწლო აქსესუარები და სხვადასხვა ნივთი არ იყიდონ, რადგან მათთვის ყველა დღესასწაული რელიგიური კანონებითაა განსაზღვრული.
ირანში 1 იანვარი ჩვეულებრივი სამუშაო დღეა. 21 მარტს კი ახალ წელთან ერთად ირანელები ტრადიციულ ნავრუზის დღესასაწაულს აღნიშნავენ. ნავრუზის აღნიშვნით იწყება ახალი წელი ავღანეთში, ალბანეთში, მაკედონიაში, ტაჯიკეთში, უზბეკეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში.
ისრაელში ახალ წელს ებრაული კალენდრით ხვდებიან და მათთვის ეს დღე შემოდგომაზე, სექტემბერში ან ოქტომბერში დგება.
მთავარი პირობა ის არის, რომ ახალი წლის ღამე სავსე მთვარეზე უნდა აღინიშნოს, ამიტომ, ისრაელში კონკრეტული თარიღი არ არსებობს.
ინდოეთში ახალი წელი 22 მარტს იწყება, თუმცა, მის სამხრეთში ეს დღესასწაული შემოდგომაზე დგება. ინდოეთი მრავალფეროვანი დღესასწაულებით გამორჩეულია და ახალ წელს განსაკუთრებული დატვირთვა არ აქვს.
ჩინეთში კი, სადაც საახალწლო აქსესუარებს, ნივთებს, სათამაშოებს, ნაძვის ხეებს და პიროტექნიკასაც კი სხვა ქვეყნებისთვის ამზადებენ 1 იანვარი ჩვეულებრივი დღეა.
ჩინეთში ახალ წელს ზეიმობენ არა კალენდრის, არამედ მთვარის მიხედვით.
წყარო – kutaisipost