თეგებით ძიება

რომელი ქვები უნდა ატაროთ 2024 წელს - რა უყვარს დრაკონს?

ბუნებრივი ქვები ასტროლოგიასა და მისტიკურ ტრადიციებში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ისინი არა მხოლოდ ლამაზი, არამედ განსაკუთრებული ენერგიის მატარებლებიც არის.

დრაკონის წლის ქვას განსაკუთრებული ენერგია აქვს და ამ ნიშნის ძირითად თვისებებს განასახიერებს.

დრაკონის წელს სასურველია შემდეგი ქვების ტარება:

 

იასპი:

სიტყვა იასპი „ჯასპერ“ მოდის ბერძნულიდან და „ლაქებიანს“ ნიშნავს. ლიტოთერაპევტების თქმით, იასპი კომფორტის, ენერგიის, თვითშეფასების და ნებისყოფის ქვაა.

ოდითგანვე იასპს იყენებდნენ როგორც ძლიერ დამცავს და მიაჩნდათ, რომ მას მფლობელის ცხოვრებაში სილამაზე, სიმშვიდე და თავდაჯერებულობა მოაქვს.

მიუხედავად იმისა, რომ იასპს ენერგიის ქვას ვეძახით, ის ჰარმონიის ქვაცაა, რადგანაც ადამიანს ეხმარება შინაგანი ენერგია კრეატიულობაზე, შექმნასა და დადებით საქმეებზე დახარჯოს.

იასპი დრაკონის წლის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ თილისმად მიიჩნევა. ის სიბრძნეს, ძალას და ჰარმონიას განასახიერებს. გეხმარებათ ინტუიციისა და ნებისყოფის გაძლიერებაში და ცნობიერების გაფართოებაში.

 

ძოწი

ძოწი ვნების, ენერგიისა და წარმატების ქვაა. ამბობენ, რომ მას ადამიანის ენერგიის აღდგენა და ორგანიზმის გამოცოცხლება შეუძლია. ეზოტერიკოსების თქმით, ის ასტაბილურებს და აწესრიგებს ადამიანის აზროვნებას.

ანტიკურ საბერძნეთში მიაჩნდათ, რომ ძოწი განსაკუთრებულად ძლიერი დამცავი ქვაა თვალის წინააღმდეგ. დრაკონის წელს მას შეუძლია პროფესიული მიზნების მიღწევაში დაგეხმაროთ.

ძოწი ასევე ღრმა და ვნებიანი ურთიერთობების განვითარებას ეხმარება.

 

მარჯანი

ეს ქვა სიმტკიცეს, სიმამაცეს და შინაგან ძლიერებას განასახიერებს.

დრაკონის წელს ის ენერგიისა და სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერებაში, ურთიერთობების გაუმჯობესებასა და წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

 

ციტრინი

ციტრინი მზის ენერგიისა და ოპტიმიზმის ქვაა. ეზოტერიკულ სამყაროში ციტრინი ფინანსური წარმატების ქვად ითვლება, ამიტომ მას მეტსახელად „ვაჭრების ქვასაც“ ეძახიან. მიიჩნევა, რომ ციტრინს იღბალი მოაქვს.

ტრადიციულად, ციტრინის ქვას შემოსავლის გასაზრდელად, საფულეში ან სალაროში დებენ ხოლმე. მიიჩნევა, რომ ეს მინერალი აძლიერებს მფლობელის შინაგან ენერგიასა და მიზანმიმართულობას.

დრაკონის წელს ის პოზიტიური ცვლილებების მოზიდვაში, დაბრკოლებების გადალახვაში და კეთილდღეობის მოპოვებაში დაგეხმარებათ.

 

ამეთვისტო

უძველესი დროიდან მოყოლებული, მიაჩნდათ, რომ ეს ქვა ადამიანს დამოკიდებულებებისა და უარყოფითი მიდრეკილებებისგან განთავისუფლებაში ეხმარება. ამბობენ, რომ ამოთვისტოს საძინებელში დადება მფლობელს მშვიდ ძილს მოუტანს.

ეზოტერიკოსების თქმით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამეთვისტოთი ისარგებლოს, ის საკმაოდ ძლიერი დამცავი მაგრამ უპრეტენზიო ქვაა. სხვადასხვა კულტურებში სიყვარულისა და ერთგულების სიმბოლოდაც მიიჩნევა. დრაკონის წელს ამეთვისტო ინტუიციის გაძლიერებაში დაგეხმარებათ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა