თეგებით ძიება

ქართული ოცნება - 36.6% ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი - 21.5% - Edison Research-ის კვლევა

Edison Research-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით:

ქართული ოცნება - 36.6%

ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი - 21.5%

საქართველოსთვის - 8.8%

ლელო - 6.7%

გირჩი/დროა - 5%

ლეიბორისტული პარტია - 4.7%

ხალხისთვის - 3.7%

ალტ-ინფო - 3%

გირჩი (იაგო ხვიჩია) - 2.9%

ხალხის ძალა - 2.5%

მოქალაქეები - 1.7%

პატრიოტთა ალიანსი - 1.7%

ევროპული საქართველო - 0.7%

სხვა - 0.5%

ამავე კვლევის თანახმად, ამომრჩეველთა 70% თავის პოლიტიკური არჩევანში დარწმუნებულია.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 1-ელი დეკემბრიდან 22 დეკემბრის პერიოდში.

Edison Research-ის მიერ ჩატარებული წინა, ოქტომბერ-ნოემბრის კვლევით გამოვლენილი პარტიული რეიტინგები შეგიძლიათ იხილოთ აქ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა