თეგებით ძიება

სროლა ისრაელის ქალაქ ლოდში - დაიღუპა 2 ადამიანი

ისრაელის ქალაქ ლოდში ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

პოლიციის ცნობით, 9 წლის და 20 წლის ბიჭი, რომლებიც მძიმედ დაშავდნენ ლოდში სროლის შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალნენ.

პოლიციის განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ სროლის შედეგად  დაშავებული მესამე კაცი მკურნალობს იცხაკ შამირის სამედიცინო ცენტრში.

ცენტრალური პოლიციის მეთაური ავი ბიტონი აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

ამავე ცნობით, პოლიცია  ეჭვმიტანილებს ეძებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა