თეგებით ძიება

ქარელის მუნიციპალიტეტში ქმარმა ცოლი დაჭრა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო შაქშაქეთში ქმარმა ცოლი დანით დაჭრა. არსებული ინფორმაციით, კაცმა ქალს ჭრილობა თავის არეში არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მიაყენა.

სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

წყარო: მთავარი არხი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა