თეგებით ძიება

მომხმარებელი „აგროჰაბის“ წინააღმდეგ – „კვერცხში სისხლისფერი სითხე აღმოჩნდა“

ბათუმში, 24 დეკემბერს, „აგროჰაბში“ ნაყიდ კვერცხში მომხმარებელმა, ანა ბერძენიშვილმა სისხლისფერი სითხე აღმოაჩინა.

ანა ბერძენიშვილი დაუყოვნებლივ დაუკავშირდა „აგროჰაბს“ ბათუმში და მოითხოვა გაერკვიათ, რასთან ჰქონდა საქმე. მან პროდუქტი სპეციალურ კონტეინერში მოათავსა და შესაბამისი კვლევისთვის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსაც მიმართა.

ანა დაუკავშირდა სურსათის უვნებლობის სამსახურსაც, ცხელი ხაზის დახმარებით დატოვა შეტყობინება.

„საკითხი ეხება ერთ-ერთ ცნობილ და საზოგადოებისთვის სანდო ჰიპერმარკეტს, სადაც რამდენიმე დღის წინ შევიძინე კვერცხი. შეფუთვაზე მითითებულია, რომ პროდუქტი არის „აგროჰაბის“. როგორც ჩანს, მათი ფერმა აქვთ.

კვერცხის გატეხის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ კვერცხში იყო სისხლი. თავიდან იმდენად გაოცებული და შოკირებული ვიყავი, მეგონა ხელი გავიჭერი, მაგრამ ხელში არც ბასრი საგანი მეჭირა და ბუნებრივია, შეუძლებელი იყო კვერცხის ნაჭუჭს გაეჭრა ხელი.

იმ წამსვე მოვახდინე რეაგირება, გადავუღე ფოტო, კვერცხი მოვათავსე სპეციალურ კონტეინერში და ფეისბუქის საშუალებით მივმართე „აგროჰაბს“. გამომეხმაურნენ, დამირეკეს და მკითხეს, იყო თუ არა პროდუქტი ნამდვილად მათთან შეძენილი, მქონდა თუ არა სალაროს ქვითარი. რა თქმა უნდა, ორივე გადავუგზავნე და ბათუმის ფილიალიდან დამირეკა წარმომადგენელმა. სანამ მივიდოდი ჰიპემარკეტში, მივმართე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, რომ ჩაეტარებინა კვლევა, თუ რისგან შედგებოდა კვერცხის შიგთავსი, იყო თუ არა დარღვეული შენახვის პირობები“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ანა ბერძენიშვილი, რომელიც პროფესიით იურისტია.

ანა ბერძენიშვილი დიდი ხანია „აგროჰაბის“ მომხმარებელია. ამბობს, რომ მისთვის, როგორც მომხმარებლისთვის, მნიშვნელოვანი იყო ქსელის პოლიტიკა, რომ „აგროჰაბი“ მომხმარებელს ჯანსაღ პროდუქტს სთავაზობს. აქ ის და მისი ოჯახს წევრები ხშირად ყიდულობდნენ როგორც მზა, ასევე მალფუჭებად რძის პროდუქტებსაც და მისთვის ამ დრომდე არასდროს დამდგარა დღის წესრიგში „აგროჰაბის“ სანდოობის საკითხი.

ანა „ბათუმელებთან“ ხაზგასმით ამბობს, რომ მისი მიზანი არ არის რომელიმე ქსელის რეპუტაციული დაზიანება, მას სჭირდება პასუხი, რა იყო პროდუქტში.

პროდუქტი, რომელიც ანამ „აგროჰაბში“ შეიძინა, ამავე ქსელს ეკუთვნის და არ არის სხვა ბრენდის, ე.წ. შეტანილი პროდუქტი. შეფუთვაზევე მითითებულია, რომ ეს არის „აგროჰაბის“ ფერმის კვერცხი.

გააგრძელეთ კითხვა


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა