რუსეთის ოლქებს 32 დრონით შეუტიეს - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო
30 დეკემბრის ღამეს, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებს 32 უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის გამო მოგერიება მოუხდათ. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დრონები ჰაერში გაანადგურეს.
განცხადების მიხედვით, დრონები ოთხი ოლქის: მოსკოვის, ბრიანსკის, ორლოვსკის და კურსკისა თავზე დააფიქსირეს.
„დრონების საშუალებით იგეგმებოდა რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე თავდასხმა. ყველა მათგანი ჩამოგდებულია“, - ნათქვამია Telegram-ზე გავრცელებულ განცხადებაში.