თეგებით ძიება

„შემეშალა, ვაღიარებ“ - ხათუნა ლაგაზიძე

პოლიტილოგი, ხათუნა ლაგაზიძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:

„მდაა, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი პოლიტიკაში ივანიშვილის დაბრუნების საჭიროებას. არც ერთი კვლევა არ აჩვენებდა ამის საჭიროებას, არც ჯერ კიდევ დაქსაქსული და სუსტი ოპოზიცია. გამოვრიცხე კიდეც ფაქტობრივად მისი დაბრუნება რამდენიმე დღეში "ფორმულას" ეთერში. შემეშალა, ვაღიარებ, თუმცა ზედაპირზე არსებული მოცემულობა პოლიტსივრცეში და კვლვევებიც მე მიგარებდა მხარს, ვუსმენ ჩემს კოლეგებს და მათთვისაც ივანიშვილის დაბრუნება ლამის ისეთივე მოულოდნელობა იყოს, როგორც 2016 წელს ამერიკის არჩევნებში ტრამპის გამარჯვება ამერიკელი ექსპერტების აბსოლუტური უმრავლესობისთვის. ნუ მოკლედ, ამას ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა: ფაქტი ის გახლავთ, რომ "ოცნებას" ოპოზიციაზე ნაკლებად სჯერა თურმე 2024 წლის არჩევნებში საკუთარი უპირობო გამარჯვების. ნუ, როგორც ჩანს, "ოცნების" ლიდერების მოჭიმვის აუცილებლობის წინაშეც დადგა.“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა