თეგებით ძიება

„ეს 2 ძალიან საზარელი შემთხვევა მოხდა“ - გლდანში ორი მიუსაფარი ძაღლი დაჭრეს

თბილისში, გლდანში, 2 იანვარს ორი მიუსაფარი ძაღლი დაჭრეს.

ამავე ინფორმაციით, ერთი ძაღლი დანით, ხალხმრავალ ადგილზე, ერთ-ერთ პარკში დაჭრეს, მეორე შემთხვევაში ცხოველს დაზიანება არბალეტით მიაყენეს.

ძაღლები თამაზ ელიზბარაშვილის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარში არიან გადაყვანილები.

„ეს 2 ძალიან საზარელი შემთხვევა მოხდა გლდანში, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქუჩაზე. პირველი შემთხვევა იყო,  დანით დაჭრა ახალგაზრდამ მიუსაფარი, მიკედლებული ცხოველი, მეორე შემთხვევა იყო რკინის ისრით არის დაჭრილი, ე.წ. არბალეტით არის ნასროლი.

როგორც ვიცი, მეორე შემთხვევა ჩაიდინა ახალგაზრდა კაცმა, რომელიც უმისამართოდ ისროდა ისარს და რამდენიმე ადგილზე არის ეს ისარი შევარდნილი“, - აცხადებს თამაზ ელიზბარაშვილი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა