"ორი შვილი ჰყავთ... რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული" - ვინ არის კაცი, რომელმაც ბათუმში ცოლი მოკლა? (ვიდეო)
ბათუმში ქმარმა 37 წლის ცოლი მოკლა. პოლიციამ წარსულში ნასამართლევი ზ.ბ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა. არსებული ინფორმაციით, ოჯახი ქედიდან იყო და ბათუმში ისინი ქირით ცხოვრობდნენ.
ქალს რამდენიმე ჭრილობა დანით ჰქონდა მიყენებული. უწყება ამბობს, რომ ის კლინიკაში მიყვანისთანავე დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ქალს ორი შვილი ჰყავდა, ისინი შემთხვევის დროს სახლში არ იმყოფებოდნენ.
"გადმოვიდა ხაზეიკა, იძახდა რაღაც მოხდა, ჩხუბიო და მე ვერ ავდივარ, მეშინიაო, გაიქეცით იქნებ დაეხმაროთო. მეც ვერ ავედი, იმიტომ რომ შემეშინდა. მერე ხალხი რომ ავიდა ყველა, შიგნით იყვნენ, მერე ავედი და დავინახე, რომ ძირს ეგდო. ორი შვილი ჰყავთ, ერთი 20 წლისაა, ერთი მგონი 15-ის. თბილისში იყო უფროსი და პატარა დედასთან", - ყვება მეზობელი.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.